ხადილაანის ეკლესია
იერსახე
ხადილაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „ხადილაანი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია უაბსიდოა, რომლის არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშია დატანებული. კამარა ცილინდრულია. ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის უხეშად თლილი ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 48–49. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.