შოთა ხაბარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხაბარელი, შოთა)
შოთა ხაბარელი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1958 (1958-12-26) (65 წლის)
დაბ. ადგილი ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 178 სმ სმ
წონა 78
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მოსკოვი 1980 -78 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო მოსკოვი 1983 -78 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი ბრიუსელი 1979 -78 კგ.
ბრინჯაო დებრეცენი 1981 -78 კგ.
ვერცხლი როსტოკი 1982 -78 კგ.
ბრინჯაო პარიზი 1983 -78 კგ.

შოთა დიმიტრის ძე ხაბარელი (დ. 26 დეკემბერი, 1958, ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი) — ქართველი ძიუდოისტი და პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1980).

სპორტული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სსრკ (1982) და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983), ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983) პრიზიორი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1987-1991 და 1997-2009 წლებში. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.[1]

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 31 მაისიდან შოთა ხაბარელი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.[2] საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად.[3] კრწანისის უბანში ხაბარელმა 57.18%-ით გაიმარჯვა და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ლილოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[4]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 7 სპორტსმენად (52 ქულა) დასახელდა შოთა ხაბარელი (ასკ, მწვრთნელი ო. ნათელაშვილი).[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]