ხაბარდა
იერსახე
| „ხაბარდა“ | |
|---|---|
| ჟანრი | სატირა, კომედია |
| დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ ჭიაურელი |
| სცენარის ავტორი | სერგეი ტრეტიაკოვი |
| სტუდია | სახკინმრეწვი |
| გამოსვლის თარიღი | 1931 |
| ქვეყანა |
|
ხაბარდა — მიხეილ ჭიაურელის 1931 წლის ფილმი. ხაბარდა აზერბაიჯანულად ნიშნავს „განზე გადექი“ ან „გზიდან ჩამომეცალეს“. ფილმის ეს სათაური მიმართულია ცხოვრების ძველებური ყაიდის მოყვარულთაკენ.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმში ანგრევენ ეკლესიას, მის ნაცვლად კი მუშათა კეთილმოწყობილი სახლები უნდა ააშენონ.
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი პრესამ დაიწუნა და ძირითადად, ნეგატიური რეცენზიები იბეჭდებოდა. თავად რეჟისორი წარსულთან ბრძოლას ასახელებდა მოტივაციად:
„თემა ასახავს ქართული საზოგადოების იმ ნაშიერებს, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ყოველივე რუსულს, შემდეგ კი ეს ბრძოლა მექანიკურად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გადაიტანეს. მინდოდა შემექმნა პამფლეტი, დამეცინა მათთვის და სიცილით გამენადგურებინა“
| |
(მიხეილ ჭიაურელი[1])
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ირინე რატიანი, „ქართული მუნჯი კინო“ გვ. 116 — „ხელოვნება“, 1976