ჭურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭურის ციხე — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შაქრიანის ჩრდილო-დასავლეთით, 5 კმ-ზე, მთაზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დანგრეულია. ციხე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. გალავნის დასავლეთ ნაწილში ჩართულია მასიური ბურჯი და სათვალთვალო კოშკი (შემორჩენილია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები). კიდევ ერთი კოშკის ნაშთია შემორჩენილი გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში. ციხის ტერიტორიაზე წყლის დიდი ზომის რეზერვუარის ნაშთიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]