ჭუთხარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჭუთხარო
კოორდინატები: 42°43′16″ ჩ. გ. 43°10′12″ ა. გ. / 42.72111° ჩ. გ. 43.17000° ა. გ. / 42.72111; 43.17000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3562 
ქედი ლეჩხუმის ქედი
ჭუთხარო — საქართველო
ჭუთხარო
ჭუთხარო — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჭუთხარო

ჭუთხარო — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარე ღობიშურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 3562 მ. აგებულია იურული პორფირიტული წყებით, ციცაბოკალთებიანია, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე არის პატარა მყინვარები. შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. დამახასიათებელია ალპური და გლაციალური-ნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]