ჭრელი ჭოვილო (ლათ.Tringa melanoleuca) — ფრინველიჩიბუხასებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 36 სმ. სხეულის ზედა მხარე შეფერილია ლაქებიან რუხ-ყავისფრად, ხოლო ქვედა — ბევრად ღიად. შეწყვილების პერიოდში მეტად მკაფიო მოხატულობა ახასიათებს: მუქი ლაქები ზურგზე, ქვედა მხარეც ლაქებიანია. გრძელი და ვიწრო ნისკარტი ფერად რუხია, წვრილი ფეხები კი — ნარინჯისფერი ან ყვითელი. გავრცელებულია ტაიგის ზონაში, ალასკიდან და ბრიტანეთის კოლუმბიიდანლაბრადორამდე, ნიუფაუნდლენდამდე და ახალ შოტლანდიამდე. ბუდობს ტუნდრაში, ჭაობიან ადგილებში აბ წიწვოვან ტყეებში, როგორც წესი მცირე ტბებისა და ტბორების სიახლოვეს. ზამთარში გადაფრენა ახასიათებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ზოგჯერ შეინიშნება ჩრდილოეთ ევროპაში. ჩვეულებრივ გვხვდება მარტოხელა ფრინველის სახით, გამონაკლისია გადაფრენის პერიოდი, რა დროსაც ისინი ქმნიან მსხვილ გუნდებს. იკვებება უხერხემლოებით, მცირე ზომის თევზებითა და ქვეწარმავლებით, აგრეთვე მცენარეული საკვებით, მათ შორის კენკრით. სანაპირო რეგიონებში ნისკარტის საშუალებით ქვიშასა და შლამში ეძებს ნადავლს. ბუდეს ხეების და ბუჩქების ქვეშ აკეთებს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ორმოს. დედალი დებს 3–4 კვერცხს.