ჭორჭოხის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭორჭოხის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხის დასავლეთით ქედზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაწილობრივ დანგრეულია. თავიდან კარგად გათლილი შირიმის კვადრებით იყო ნაგები. მოგვიანებით გაურემონტებიათ ფლეთილი ქვით. გადარჩა ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები, დანარჩენი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. დანგრეულია აბსიდის დიდი ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 259