ჭორჭოხის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭორჭოხის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხიდან აღმოსავლეთით 2 კმ-ში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

სამი სართულის დონეზე შემორჩენილი გეგმით ოთხკუთხა კოშკი უფორმო ფლეთილი ქვითაა ნაგები. კარი გაჭრილია მეორე სართულის სამხრეთ კედელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 260