ჭორვილის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭორვილის ციხე — ციხესიმაგრე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მცირე შემაღლებაზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ციხეს ირგვლივ გალავანი აქვს შემორტყმული, რომელშიც დარბაზული ეკლესიაცაა მოქცეული. ციხე ისეა დანგრეული, რომ მისი ადრინდელი სახის წარმოდგენა შეუძლებელია. მისი მაღლივი ნაწილის კედლების ჩრდილო-დასავლეთ კუთხეა მხოლოდ აღმართული დაახლოებით 7-8 მეტრამდე, იკითხება სამი სართული. ჩრდილო კედლის ქვედა ნაწილში ბუხარი ყოფილა მოწყობილი. დასავლეთიდან ციხის ამ ნაწილს ჩრდილო-სამხრეთი მიმართულების საკმაოდ დიდი კედელი ესაზღვრება, რომლის ზემო, შუა ნაწილიდან ოდნავ ჩრდილოეთით თაღოვანი ღიობის ფრაგმენტია, მის ქვემოთ კი კედელი საკმაოდ დიდზეა გამონგრეული. გარე მხრიდან კედლები ყორე, ნამსხვრევი ქვითაა ამოყვანილი, რომელთა შორის არე კირის დუღაბითაა ამოვსებული. 1975 წელს, წერეთლების უბანს ციხის შემორჩენილი მაღლივი ნაწილის კუთხეში ყორექვის კედელი ამოუშენებიათ, რომელშიც ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ჩაუსვამთ. დაფის ქვემოთ კი მოზრდილი სწორკუთხა ქვაა სამი ჯვრის ბარელიეფური გამოსახულებით. ამჟამად ბარელიეფი ციხის ეკლესიის კედელშია ჩასმული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9091