ჭოპორტის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭოპორტის ხატის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი. კედლების ზედა ნაწილი და საპირე წყობა დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თარაზულად გადახურული ვიწრო სარკმელია. მეორე ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია, სარკმლის ქვემოთ, კედლეზე, ტრაპეზია მიშენებული. დასავლეთ კედელს 0,25 მეტრ სიმაღლის საფეხური გასდევს. ეკლესიის ფასადები სადაა. სამხრეთ და დასავლეთის ფასადებზე თითო მწვანედ მოჭიქული ქვაა ჩასმული. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია შირიმის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]