ჭობისხევის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭობისხევის მაცხოვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა საქართველო
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ჭობისხევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში.

ჭობისხევის მაცხოვარი სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენდა, შემდეგ გადაუკეთებიათ, რაც აქაური დასახლების სიძველეს კარგად უჩვენებს. ჭობისხევის მაცხოვრის ეკლესიის შესახებ ძალზედ მწირი ცნობები მოგვეპოვება. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია XVIII საუკუნის შუა ხანების ქაიხოსრო და ედია ავალიშვილების გაყოფის წიგნი, რომლის მიხედვითაც ვიგებთ,რომ ქაიხოსრო წილად ხვდა ჭობისხევს მღვდელი ჯაფიაშვილი. დოკუმენტში დასახელებული მღვდელი, დიდი ალბათობით ჭობისხევის მაცხოვრის ეკლესიაში მსახურობდა. დღესდღეობით ჭობისხევის მაცხოვარი მოქმედი ეკლესიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • მელითაური კ., შოშიაშვილი ნ., ხანთაძე შ., და ჯამბურია გ., ვარძია, გზამკვლევი, თბ., 1955
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, XIX საუკუნის პირთა კოლექცია, დავთარი 50, #110
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014, გვ. 55