ჭობარეთი (მთა)
Jump to navigation
Jump to search
ჭობარეთი | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 1673 მ |
ჭობარეთი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ჭობარეთისწყლის (მდინარე ინჯისწყლის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 1673 მ. აგებულია მიოპლიოცენური დოლერიტების, ბაზალტების, ანდეზიტების, ტუფების, ტუფ-ბრექჩიების ქანებით (ქისათიბის წყება). შემოსილია ბალახოვანი მცენარეებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.