ჭობარეთისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭობარეთისთავი
კოორდინატები: 41°36′10″ ჩ. გ. 43°23′14″ ა. გ. / 41.60278° ჩ. გ. 43.38722° ა. გ. / 41.60278; 43.38722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2278 
ქედი ჭობარეთის ქედი
ამგებელი ქანები პორფირიტი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-კონგლომერატი
ჭობარეთისთავი — საქართველო
ჭობარეთისთავი
ჭობარეთისთავი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჭობარეთისთავი

ჭობარეთისთავიმთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭობარეთის ქედზე, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთის ზემო წელში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2278 მ. აქვს კონუსური ფორმა. აგებულია შუაეოცენური პორფირიტებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-კონგლომერატებით. მთა და მისი შემოგარენი შემოსილია მთის სტეპის მცენარეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]