ჭიჭყინა (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭიჭყინა
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1885
გამოცემულია 25 მარტი, 1885

ჭიჭყინა (რუს. Мелюзга) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1885 წელს დაიწერა. პირველად, 1885 წლის 25 მარტს, ჟურნალ „Осколки“-ში გამოქვეყნდა ხელმოწერით ა. ჩეხონტე. მოთხრობა შევიდა ჩეხოვის კრებულში „ჭრელი მოთხრობები“, რომელიც 1886 წელს გამოიცა სანქტ-პეტერბურგში და შევიდა ადოლფ მარქსის მიერ 1899-1901 წლებში გამოცემულ თხზულებათა კრებულის მესამე ტომში[1].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბალი რანგის მაღალჩინოსანი, აღდგომის წინა დღეს თავის ტარაკნებით გატენილ კაბინეტში ჯდომისას, ფიქრობს იმაზე თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ქვეყანაზე (უფრო მეტი ფული მოიპაროს, თუ ვინმე პოლიციაში დააბეზღოს), მაგრამ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ქმედებები მის შესაძლებლობებს აღემატება. თვითკმაყოფილი ზიზღით გრძნობით აღვსილი, ის ტარაკანს ჭყლეტს, რის შემდეგაც „თავს უკეთ გრძნობს“.

ანტონ ჩეხოვის ამ მოთხრობაში მკითხველს ადამიანის შინაგანი არათავისუფლების გრძნობა უჩნდება, რასაც ხაზს უსვამს ნაწარმოების მთავარი გმირის გვარი. ნევირაზიმოვი ხვდება, რომ ტარაკანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია რაც მას მოესურვება, ხოლო თვითონ კი იძულებულია იჯდეს დახუთულ კანტორაში და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს დაემორჩილოს. ავტორის კომენტარი აჩვენებს, რომ მოთხრობის გმირს სხვანაირი ცხოვრება სურს: „ახალი, უკეთესი ცხოვრების მოთხოვნილებამ მტკივნეულად შეუკუმშა გული. მას ძალიან სურს ქუჩაში აღმოჩენა, ცოცხალ საზოგადოებასთან შერწყმა, ზეიმის თანამონაწილეობა, რისთვისაც ყველა ეს ზარები რეკდნენ და ეკიპაჟები გრგვინავდნენ. მას იმავეს განცდა სურდა, რასაც ბავშვობაში გრძნობდა: ოჯახური გარემო, ახლობლების საზეიმო ფიზიონომია, თეთრი სუფრა, სინათლე, სითბო… გაიხსენა ეტლი, რომლითა ახლახანს ქალბატონმა გაიარა, პალტო, რომელშიც ეგზეკუტორი გამოპრანჭულა, ოქროს ძეწკვი, რომელიც მდივნის მკერდს ამშვენებს… იხსენებდა თბილ საწოლს, სტანისლავს, ახალი ჩექმა, მუნდირი გახეხილი იდაყვებით… ეს ყველაფერი იმიტომ გაიხსენა, რომ ახლა აღარაფერი არ ჰქონდა…“. ნევირაზიმოვი იძულებული იყო გარემოებებს დამორჩილებოდა, ამიტომ მასში სიბოროტე და შური მატულობს.

მოთხრობა მოცულობით დიდი არ არის, მისი შინაარსი სასწავლო მიზნით განიხილება და ანალიზდება სკოლებში[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Балухатый С. Д. Проблемы драматургического анализа. Чехов / С. Д. Балухатый. — Л.: Academia, 1927. — 186 с.
  • Бердников Г. П. А. П. Чехов: идейные и творческие искания / Г. П. Бердников. — М.: Худож. лит., 1984. — 511 с.
  • Гурвич И. Проза Чехова (Человек и действительность) / И. Гурвич. — М.: Худож. лит, 1970. — 182 с.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭიჭყინა. ტექსტი რუსულ ენაზე.
  • Small Fry (ჭიჭყინა), კონსტანს გარნეტის 1918 წლის ინგლისურენოვანი თარგმანი კრებულისთვის „მასწავლებელი და სხვა მოთხრობები“ (The Schoolmistress and Other Stories).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Комментарии к рассказу Мелюзга. Собрание сочинений А. П. Чехова в 12 томах. Художественная литература. Москва. 1960. т. 3 стр. 492
  2. Урок литературы в 9 классе: А. П. Чехов. «Мелюзга»