შინაარსზე გადასვლა

ჭიჭიკო ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანელიძე.
ჭიჭიკო ჯანელიძე
დაბ. თარიღი 13 ოქტომბერი, 1932(1932-10-13) ან 13 ნოემბერი, 1932(1932-11-13)[1]
დაბ. ადგილი სადმელი
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 2021(2021-04-25)[1] (88 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ჭიჭიკო ჯანელიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1932, სოფ. სადმელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 25 აპრილი, 2021) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი.

ჭიჭიკო ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1964–81 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი გეომორფოლოგიის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს თემაზე: „საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარება ჰოლოცენში“.[2]

შეისწავლა საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარების საკითხები ჰოლოცენში; კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში; ნალექების აკუმულაციის და რელიეფის წარმოქმნა-პროცესების ხასიათი კოლხეთის დაბლობის ზღვის სანაპირო ზონაში. 1981 წლიდან მუშაობს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვის“ მორფოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.[2]

იკვლევს მორფოდინამიკური პროცესების განვითარების კანონზომიერებებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში; ანთროპოგენური ფაქტორის როლს სანაპირო ზონის ლანდშაფტების განვითარებაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).[2]

  • საქართველოს ბუნებრივი კატასტროფებისა და რისკების ატლასი (თანაავტორი). თბილისი, 2018;
  • Человек и окружающая его среда (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1984.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. 2.0 2.1 2.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.