ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭიჭიკო ბენდელიანის გორა)
ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები ავიაქიმის ქუჩა

ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან ჭიჭიკო ბენდელიანის გორამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში, 1948 წლმდე ავიაქიმის ქუჩა ერქვა. სახელწოდება დაკავშირებულია საზოგადოება „ავიაქიმთან“ (ოსოავიქიმი — თავდაცვის, საავიაციო და ქიმიური მშენებლობის ხელშემწყობი საზოგადოება), შემდეგ ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი, 2 ჩიხი.

ჭიჭიკო ბენდელიანის გორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიჭიკო ბენდელიანის გორა — გორა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩიდან ვლადიმერ ლუბოვსკის ქუჩამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]