ჭიჭიკო ბენდელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭიჭიკო ბენდელიანი
29 იანვარი, 1914–20 ივლისი, 1944
Chichiko Bendeliani statue in Goraberezhouli.jpg
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი გორაბერეჟოული
გარდაცვალების ადგილი ბიტენი
კუთვნილება საბჭოთა კავშირი
სამხედრო სამსახურის წლები 1937–1944
წოდება გვარდიის მაიორი
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი - 1943

ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი (დ. 29 იანვარი, 1914, გორაბერეჟოული, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 20 ივლისი, 1944, სოფ. ბიტენი, ქ. კაუნასის მახლობლად) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 აგვისტო, 1943), გვარდიის მაიორი, სკკპ წევრი 1938 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. დიდ სამამულო ომში იბრძოდა კიევისა და კურსკის მისადგომებთან, უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლებისათვის. მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

2008 წლის 6 მაისსს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. სოფელ გორაბერეჟოულში დგას მისი სახელობის მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 304, თბ., 1977 წელი.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981