ჭიჭაფორისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიჭაფორისძეXIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, გუდარეხის მონასტრის ამშენებელი. მოხსენიებულია სამხრეთის კარის წარწერაში. ტაძარი XIII საუკუნის შუა წლების დამახასიათებელი ძეგლია. იგი ჩუქურთმებით უხვად შემკული ერთნავიანი შენობაა. აღმოსავლეთ ფასადზე ოსტატს გამოუყენებია იმ დროის გუმბათოვან ეკლესიებში გავრცელებული სქემა - დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი შუა სარკმლის თავზე, მასთან გადაბმული სარკმლის საპირე და მოჩუქურთმებულივე კვადრატები სარკმლის ქვეშ. გუმბათოვანი არქიტექტურული "გავლენას" მოქმობს სამკუთხა ნიშების მოტივი, რომელიც ერთნავიანი ეკლესიებისათვის უცხოა - სულ ორიოდე შემთხვევაში თუ გვხვდება. ძეგლი კარგ პროფესიულ დონეზეა შესრულებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]