ჭინჭარაულების მეორე ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭინჭარაულების ციხე-სახლი.

ჭინჭარაულების მეორე ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნასოფლარ ჭეჭყეთის დასავლეთ ნაწილში, ფერდობზე. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ციხე-სახლი გეგმით ტრაპეციულია, სამსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით. ძეგლის სახურავი და სართულშუა გადახურვა არის ჩაქცეული. პირველი სართულის შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, მიწის დონეზე. სამხრეთ კედელში ვხვდებით ორ ნიშს და ერთ სათოფურს. როგორც ჩანს, პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ, მეორე სართული კი ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა. შესასვლელი, მეორე სართულს აქვს დასავლეთიდან. დასავლეთ კედელში ოთხხვრელიანი სათოფურია, სამხრეთ კედელში - სარკმელი, სათოფური და ორი ნიში, ხოლო აღმოსავლეთ კედელში ერთი ნიში და ერთი სათოფური. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში ნიშია, აღმოსავლეთ კედელში - ორი სათოფური, სამხრეთ კედელში კი ორი სალოდე და ერთი დიდი ღიობი. როგორც ჩანს, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვაში მოწყობილი საძრომი ხვრელებით უკავშირდებოდა. ციხე-სახლს მიწურ-ბანიანი სახურავი ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]