ჭინჭარა
იერსახე
| ჭინჭარა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Phlomis fruticosa | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Phlomis | ||||||||||||
| ||||||||||||
ჭინჭარა — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახიდან. მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ნახევრად ბუჩქებია.
გვარში 100–მდე სახეობაა. სახეობათა მეტი წილი შუა აზიაში გვხვდება (37, მ.შ. 30 ენდემი). საქართველოში ამ გვარის მხოლოდ 2 სახეობა გვხვდება — phlomis pungens და phlomis tuberosa, რომლებიც მეტწილად მშრალ ფერდობებზე იზრდება მთის ქვედა სარტყელიდან ზედა სარტყელამდე. phlomis tuberosa-ს ფესურას საჭმელად იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 400.