ჭიკარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიკარტი
Veronica polita eF.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბებრისკონკასნაირნი
ოჯახი:  მრავალძარღვასებრნი
გვარი:  ვერონიკა
სახეობა:  ჭიკარტი
ლათინური სახელი
Veronica polita Fr.

ჭიკარტი (ლათ. Veronica polita) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 10-25 სმმდე. მოკლე ბანჯგვლიანბეწვიანი, ზოგჯერ ჯირკვლოვანი. ღერო სუსტი და დატოტვილია, გართხმული, ძირთან აღმავალი ან მწოლიარე, დაფესვიანებული ყლორტებით, ხშირი შეფოთვლით. ფოთლები მომრგვალო კვერცხის ან კვერცხის ფორმისაა, თითქმის გულისებური ძირით. ზედა ფოთლები უფრო პატარა ზომისაა და კვერცხის ფორმის. ყვავილები მარტოულია და განლაგებული ზედა ფოთლების იღლიებში. გვირგვინი ცისფერია, უფრო იშვიათად – თეთრი, ჯამის ტოლია ან მასზე ცოტა მოკლე. იზრდება მთის ქვედა სარტყელში – მინდვრებზე, მშრალ ფერდობებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, შუა აზიას, აღმოსავლეთ აზიას და ჩრდილოეთ ამერიკას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]