ჭიკაანის ციხე-გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიკაანის ციხე გალავანი — არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ვაკეზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ციხის გეგმა კვადრატის მიახლოებული სწორკუთხედია (დაახლოებით 75 x 70 მეტრი), რომლის ოთხივე კუთხეში მდგარა ცილინდრული კოშკი.

ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კოშკი (შიდა დიამეტრი - 4.7 მეტრი) და მასთან დაკავშირებული კედლების მცირე ნაწილები, სამხრეთ-დასავლეთის კოშკის ნაშთი. გალავნის სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]