ჭიკაანის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიკააანის ციხე — არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ციხეებად წოდებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ენობა გეგმით სამხრეთიდან, ჩრდილოეთისკენ ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედია (7.5 x 5.3 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით, ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2.5-3 მეტრია; შიგნითა კედლების საპირე წყობა დიდ ფართობზე ჩამოშლილი აქვს. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაშია. კარი გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნიდან კი - თარაზულად, ნაგებობის შიდა სივრცე განივი კედლით (1.5 მეტრ სიმაღლეზე შემორჩენილია დასავლეთ ნახევარის და აღმოსავლეთ ნახევრის ნაშთი) გაყოფილი იყო ორ არათანაბარ ნაწილად, რომელთაგანაც ჩრდილოეთისა თითქმის ოთხჯერ უფრო დიდია. სამხრეთ ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, გვირაბში ჩასასვლელი ხვრელია მოწყობილი. შენობის აღმოსავლეთ კედელი გარედან გამაგრებულია მძლავრი კონტრფორსით, რომელსაც ნისკარტისებრი მოყვანილობა აქვს. ციხის ახლოს შემორჩენილა კიდევ ორი, თითქმის მთლინად დანგრეული, მცენარეებით დაფარული ნაგებობა ორივე რიყის ქვით ყოფილა ნაგები ორივე შენობისგან, ალაგ-ალაგ, კედლის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი (მაქსიმალური სიმაღლე 1.5 მეტრი) და გასუფთავების გარეშე მათი გეგმირება არ ირკვევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]