ჭიკაანის ყვანწაანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიკაანის ყვანწაანთ ციხეკოშკი, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელი ჭიკაანის მიდამოებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. თარიღდება XVIII საუკუნით. ნაგებია ნატეხი და ყორე ქვით კირის ხსნარზე. დანგრეულია კოშკი, როგორც ჩანს, ექვსსართულიანი ყოფილა. შემორჩენილია ჩრდილოეთ ნაწილი, ჩაშლილია სართულშუა გადახურვები, ჩანს კოჭების საყრდენი ბუდეები. პირველი სართულის დიდი ნაწილი ამოვსებულია მიწით. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის კედლებში ნიშები და სათოფურებია მოწყობილი. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში ბუხრის კვალია. მეხუთე სართულის ჩრდილოეთი კედლის შუაში გაჭრილია განიერი, თაღოვანი სარკმელი, რომლის ზევით, მეექვსე სართულის დონეზე, კიდევ ერთი ღიობის წირთხლი ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]