ჭიდაობა სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიდაობას სომხეთში ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.[1][2] ჭიდაობა სომხეთის მაღალმთიან რეგიონებში უძველესი დროიდან არსებობდა. სომხებს აქვთ ჭიდაობის საკუთარი ვარიანტი, რომელსაც კოხს უწოდებენ. დაფიქსირებულია, რომ 281 წელს ჩატარებული ძველი ოლიმპიური თამაშები ჭიდაობაში, სომხეთის მეფე ტირიდატეს III-მ მოიგო. საბჭოთა პერიოდიში, სომხეთში, ჭიდაობა გახდა ერთ – ერთი ყველაზე პრაქტიკული სპორტის სახეობა და 1991 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ასეთივედ დარჩა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო შეჯიბრებებში, სომეხმა სპორტსმენებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს. ბევრი მათგანი გახდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, როგორც ბერძნულ-რომაულ, ისე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. სომხეთის 15 ოლიმპიურ მედალისტს შორის ნახევარზე მეტი სწორედ მოჭიდავეები არიან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოხი (სომხ. Կոխ) ანუ სომხეთის ჭიდაობის ეროვნული სახეობა[3][4] ცნობილია ადრეული შუა-საუკუნეებიდან.[5] იგი მიჩნეულია ჭიდაობის ერთ-ერთ უჭველეს ფორმად.[3] მან გავლენა მოახდინა საბჭოთა საბრძოლო სპორტის სახეობაზე - სამბოზე.[6]

ჩვეულებრივ, კოხის ერთი ბრძოლა 5-10 წუთი გრძელდება. კოხის ბრძოლებს ხშირად თან ახლავს სომხეთის ხალხური მუსიკა და მის დაწყებამდე მოჭიდავეების მიერ შესრულებული ხალხური ცეკვა.[3]

ქვეყანაში კოხის ორი ვარიაცია არსებობს, ესენია: ლორის კოხი და შირაკის კოხი. მთავარი განსხვავება ორ სტილს შორის არის მოჭიდავეების ჩაცმულობა. 1980-იანი წლების მიწურულს, კოხი პრაქტიკაში ძირითადად სომხეთის სოფლებში გამოიყენებოდა, თუმცა არცერთი პროფესიონალი კოხის სპორტსმენი არ არსებობდა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთში ზოგადად სპორტის სახეობებმა, და განსაკუთრებით ჭიდაობამ, პოპულარობა 1920-30-იან წლებში მოიპოვა. ამ პერიოდიდან სხვადასხვა ჩემპიონატებზე გამოჩნდნენ საბჭოთა სომხეთის ათლეტები. სარგის ვარდანიანი ორჯერ გახდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საბჭოთა ჩემპიონი (1940 და 1944 წლებში). სომხეთის მოჭIდავეებს შორის აღსანიშნავია: არტემ თერიანი (პირველი ჭიდაობის ოლიმპიური მედალოსანი), სურენ ნალბანდიანი (1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), სანასარ ოგანისიანი (1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), ნორეირ უშეგიანი (1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი), ბენურ ფაშაიანი (1982 და 1983 მსოფლიო ჩემპიონი), ლევან ჯუფალაკიანი (1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი), მნაცაკან ისკანდარიანი (1990, 1991, 1994 მსოფლიო ჩემპიონი).[7]

დამოუკიდებელი სომრეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია დაარსდა 1992 წელს; 1996 წელს ფედერაციები ერთმანეთს შეუერთდნენ და საბოლოოდ სომხეთის ჭიდაობის ფედერაცია ჩამოყალიბდა. სწორედ ეს ორგანიზაცია არის სპორტის ეროვნული მმართველი ორგანო ქვეყანაში.[8] სომხეთის ოლიმპიური კომიტეტის მდივნის, რაზმიკ სტეპანიანის თქმით, 2009 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში იყო 25 ჭიდაობის სკოლა, 104 მწვრთნელი და 7,454 სპორტსმენი.[9][10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Finney, Susan (1993). The Revised Soviet Union. Good Apple, გვ. 18. ISBN 9780866537384. 
  2. „RA President met Rafael Martinetti“. News.am. 31 October 2009. ციტირების თარიღი: 8 October 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 Tyshler, edited by F.P Suslov, D.A. (2001). „Кох (Kokh)“, Terminologii︠a︡ sporta : tolkovyĭ slovarʹ sportivnykh terminov : okolo 9500 terminov (ru). Moscow: "SportAkademPress", გვ. 480. ISBN 5-8134-0047-8. 
  4. Green, ed. by Thomas A. (2001). Martial arts of the world : en encyclopedia. Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO, გვ. 718. ISBN 9781576071502. 
  5. Mkrtchyan, Vadim (2 December 2008). „Кох по-прежнему без внимания [Kokh Federation President Arman Sedrakyan: 'Kokh still being ignored']“. Golos Armenii (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2013. ციტირების თარიღი: 9 October 2012.
  6. Countries and Territories of the World: Volume II - Middle East & The Caucasus, გვ. 582. 
  7. Veterans. Wrestling Federation of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 January 2013. ციტირების თარიღი: 10 October 2012.
  8. WFRA History. Wrestling Federation of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2012.
  9. „Սամվել Կարապետյան. "Ըմբշամարտը Հայաստանում լինելու է թիվ մեկ մարզաձեվը" [WFRA President: Wrestling will be number one sport in Armenia]“ (სომხური). Aravot. 9 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2013. ციტირების თარიღი: 8 October 2012.
  10. Հայաստանի Հանրապետությունում գործող ըմբշամարտի մարզադպրոցներ ըստ մարզերի [Operating Wrestling schools in Armenia by provinces] hy. Wrestling Federation of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 January 2013. ციტირების თარიღი: 8 October 2012.