ჭიაფერა
იერსახე
ჭიაფერა ლათ. Phytolacca | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phytolacca | ||||||||||||
|
ჭიაფერა (ლათ. Phytolacca) — მცენარეთა გვარი ჭიაფერასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხისმაგვარი მცენარეებია.
35-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში, ძირითადად ამერიკაში. ამერიკული ჭიაფერა (Phytolacca americana) კავკასიაში შემთხვევითაა მოხვედრილი ჩრდილოეთ ამერიკიდან. სარეველაა, იზრდება გზებისა და ტყის პირებზე, კულტურულ ნარგავ-ნათესებში (ხშირია ჩაის პლანტაციებში) ზ. დ. 600 მ-მდე.
დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგანაა, გვხვდება ქართლ-კახეთშიც. შხამიანია, შეიცავს საპონინს, ფიტოლაქსინს. იყენებენ მედიცინაში, აბრეშუმის ქსოვილების შესაღებად, ღვინის შესაფერად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. გურგენიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 397.