ჭიაურისწყალი
იერსახე
| ჭიაურისწყალი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | თიანეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
| სათავე | კახეთის ქედი |
| სათავის სიმაღლე | 1815 მ |
| შესართავი | იორი |
| სიგრძე | 18,4 კმ |
| აუზის ფართობი | 73,6 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 1,62 მ³/წმ |
|
| |
ჭიაურისწყალი — მდინარე საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე ივრის მარცხენა შენაკადს. სიგრძე 18,4 კმ, აუზის ფართობი 73,6 კმ². სათავე აქვს კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1815 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,62 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 397.