მიხეილ ჭიაურელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭიაურელი, მიხეილ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ჭიაურელი
Micheil Tschiaureli.jpg
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1894
თბილისი
გარდ. თარიღი 31 ოქტომბერი, 1974
თბილისი
საქმიანობა კინორეჟისორი, მსახიობი
მეუღლე(ები) ვერიკო ანჯაფარიძე
შვილ(ებ)ი სოფიკო ჭიაურელი
ჯილდოები

სტალინური პრემიის ლაურეატი (1941, 1941, 1943, 1946, 1947, 1950)
საქართველოს სახალხო არტისტი (1943)

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948)

მიხეილ ჭიაურელი (დ. 25 იანვარი, 1894, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 1974, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი. საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, ცხოვრების ამსახველი პომპეზურ-მონუმენტალური ფილმების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 (2-ჯერ), 1943, 1946, 1947, 1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა თბილისის და სკულპტურის სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დააარსა თბილისის სატირის თეატრი. როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში „არსენა ჯორჯიაშვილი“ (1921), „სურამის ციხე“ (1923)

1925-27 წლებში იყო „მუშათა თეატრისა“ და „წითელი თეატრის“ რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად დააფუძნა მუსიკალური თეატრი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მედალი. 1940 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]