ჭიამაიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭიამაია)
ჭიამაიასებრნი

Coccinella septempunctata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ჭიამაიასებრნი
ლათინური სახელი
Coccinellidae

ჭიამაიასებრნი (ლათ. Coccinellidae) — ხოჭოების ოჯახი. აქვთ ამობურცული, მომრგვალო ან ოვალური სხეული, ზურგზე, ღია ფონზე შავი ლაქები აყრიათ, იშვიათად — პირუკუ. კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშუალებას აძლევთ. მათი სხეულის სიგრძე 4-7 მმ აღწევს. ხოჭოები და მატლები მტაცებლები არიან. იკვებებიან ბუგრებით, ცრუფარიანებით და სხვა პატარა მწერებით, ზოგი — მცენარეებით. ოჯახში 2000-მდე სახეობაა, გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მტაცებელი სახეობები სასარგებლოა, ზოგი მცენარეჭამია კი — მავნებელი. მტაცებელ ჭიამაიასებრნს იყენებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ. ავსტრალიიდან აფხაზეთში შემოყვანილმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების — ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება. ყოფილ სსრკ-ში ბუგრებთან საბრძოლველად ჭიამაიასებრთა ადგილობრივ სახეობებსაც იყენებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]