ჭერემი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭერემი (მრავალმნიშვნელოვანი).
ყოფილი საკათედრო ტაძარი ჭერემში

ჭერემიშუა საუკუნეების ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში, ახლანდელი სოფ. ჭერემის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) დასავლეთით 5 კმ დაშორებით.

ქალაქი V საუკუნეში დააარსა მეფე ვახტანგ I-მა გორგასალმა (მანვე დააარსა ჭერემის საეპისკოპოსო). ჭერემი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სიმაგრე იყო ალბანეთის დასავლეთ ტერიტორიის ქართლთან პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ პოლიტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ჭერემმა დაკარგა ადრინდელი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. V საუკუნის ბოლოს, ირანის ლაშქრობის მიერ დარბევის შემდეგ, იგი უფრო დაქვეითდა. შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიის ცენტრის სტატუსი (შერჩა XVIII საუკუნემდე). 1757 მეფე თეიმურაზ II-მ დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის მხარე (ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქიის მიწები) ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს დაუნაწილა. ჭერემს და მის მიმდებარე რეგიონში გაითხარა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი (ჭერმის არქეოლოგიური ძეგლები).

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]