ჭახრაკაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭახრაკაული
ლათ. Cerinthe minor
Cerinthe minor (7316907402).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
სახეობა:  ჭახრაკაული
ლათინური სახელი
Cerinthe minor

ჭახრაკაული (ლათ. Cerinthe minor) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 20 - 25 სმ-ს აღწევს, მარტივი ან დატოტვილია. ფოთლები ოვალური ან კვერცხისებურია, ზედა — ღერომხვევი, ქვედა — ყუნწში შევიწროებული. გვირგვინი ღია ყვითელია და ხახასთან 5 მეწამული ლაქა აქვს.

იზრდება ბუჩქნარებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებზე მთის ზედა სარტყელამდე. საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, საქართველოს გარეთ — კავკასიის ყველა რაიონში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]