ჭაჭარაქი
| სოფელი | |
|---|---|
|
ჭაჭარაქი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | მინაძე |
| კოორდინატები | 41°38′07″ ჩ. გ. 43°02′21″ ა. გ. / 41.63528° ჩ. გ. 43.03917° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
| ადრეული სახელები | ჩეჩერექი |
| ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
| მოსახლეობა | 395[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 82,8 % ქართველები 16,2 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ჭაჭარაქი — სოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მინაძის თემში. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ფოცხოვისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ახალციხიდან 5 კმ.
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ოსმალეთის ბატონობის ხანაში (XVI ს.-1829) მოიხსენიება, როგორც ახალციხის სანჯაყის ნაჰიე ჩეჩერექი. ამჟამად სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სომხები შეადგენენ.
სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 420 | 220 | 200 |
| 2014[1] | 187 | 208 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||