ჭაჭამურის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭაჭამურის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭამურის ჩრდილოეთით, 1კმ-ზე ტყეში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია საშუალო ზომის რიყის ქვით ყოფილა ნაშენი. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი დანგრეულია, აშკარად შეიმჩნევა სწორკუთხა საკურთხევლის მოხაზულობა. კარი სამხრეთიდან ყოფილა გაჭრილი. ძეგლი ადგილობრივი ხატია და უმნიშვნელოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 258