შინაარსზე გადასვლა

ჭაღისებრი ნერვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაღისებრი ნერვი (აღნიშნულია ყვითლად))

ჭაღისებრი ნერვი (ლათ. nervus trochlearis) — თავის ტვინის IV წყვილი ნერვი, მამოძრავებელი ხასიათისაა. მისი ბიირთვი მდებარეობს სახურავი ფირფიტის ქვემო გორაკების დონეზე ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები ჯერ უკან მიდიან, შემდეგ მოპირდაპირე მხარეზე გადადიანი; და სახურავი ფირფიტის უკან სრულ გადაჯვარედინებას ქმნიან. ჭაღისებრი ნერვი ტვინის ნივთიერებიდან გამოდის ტვინის ღეროს ლორსალურ ზედაპირზე, სახურავი ფირფიტის უკან არსებული ტვინის ზემო ფარდის ლაგმის გვერდით, ტვინის ფუძეზე ჩნდება ტვინის ფეხსა და საფეთქლის წილს შორის არსებულ ნაპრალში, გაივლის მღვიმოვანი სინუსის გარეთა კედლის მაგარ გარსს და თვალბუდის ზედა ნაპრალით შედის თვალბუდეში, სადაც ანერვიანებს თვალის ზემო ირიბ კუნთს.