შინაარსზე გადასვლა

ჭაღარა კოდალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაღარა კოდალა

ჭაღარა კოდალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კოდალასნაირნი
ოჯახი:  კოდალასებრნი
გვარი:  მწვანე კოდალა
სახეობა:  ჭაღარა კოდალა
ლათინური სახელი
Picus canus (Gmelin, JF, 1788)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 141769
გავრცელება

ჭაღარა კოდალა (ლათ. Picus canus) — ფრინველი კოდალასნაირთა რიგისა. ის კოდალასებრთა ოჯახის ევრაზიული წარმომადგენელია. ჭაღარა კოდალა მჭიდროდ არის დაკავშირებული უფრო ფართოდ გავრცელებულ ევროპულ მწვანე კოდალასთან (Picus viridis) და იბერიულ მწვანე კოდალასთან (Picus sharpei). ჭაღარა კოდალას გავრცელების არეალი ევრაზიის ცენტრალურ ნაწილს მიუყვება და კორეის ნახევარკუნძულიდან საფრანგეთამდე აღწევს. ამ სახეობის ფრინველის გავრცელების არეალი ევროპის კონტინენტზე სამხრეთით ბალკანეთამდე, ხოლო აზიის კონტინენტზე, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულამდე აღწევს. ჭაღარა კოდალა ევროპულ მწვანე კოდალასთან შედარებით უფრო მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ. ის განსაკუთრებით არჩევს მაღალ ფართოფოთლოვან ტყეებს საბინადროდ, იკვებება ძირითადად ჭიანჭველებით.[1]

ჭაღარა კოდალა 25–26 სმ სიგრძისაა, მისი ფრთების სიგრძე 38–40 სანტიმეტს აღწევს და დაახლოებით 125 გრამს იწონის. მამრს აქვს ნაცრისფერი თავი, რომელიც წინა მხრიდან წითელია. მდედრი ამ მხრივ განსხვავდება და თავზე წითელი ფერი არ აქვს.[2]

ამჟამინდელი ლათინური სახელწოდებით სახეობა პირველად ოფიციალურად აღწერა გერმანელმა ნატურალისტმა იოჰან ფრიდრიხ გმელინმა. მან ეს აღწერა 1788 წელს Systema Naturae-ის მე-13 გამოცემაში გამოაქვეყნა ამჟამინდელი ლათინური სახელწოდებით Picus canus. გმელინმა დაახასიათა ინგლისელი ნატურალისტის ჯორჯ ედუარდსის 1747 წელს გამოქვეყნებული ილუსტრაცია, რომელზეც ედუარდსმა ჭაღარა კოდალას ნორვეგიული ინდივიდი გამოსახა.[3]

ჭაღარა კოდალას ათი ქვესახეობაა ცნობილი. მათგან ორი ჩრდილოური ქვესახეობებია, ხოლო რვა სამხრეთული. მათ შორის ყველაზე შესამჩნევი განსხვავება კისრის ფერია, ჩრდილოურ ქვესახეობებს ნახრისფერი კისერი აქვთ, სამხრეთულ ქვესახეობებს კი შავი. ზოგიერთი მეცნიერი სამხრეთული, შავი კისრის მქონე ქვესახეობების ცალკე დამოუკიდებელ სახეობად (Picus guerini) გამოყოფას ემხრობა.[4][5]

  1. BirdLife International (2016). Picus canus. IUCN Red List of Threatened Species. 2016: e.T22726503A86924320. doi:10.2305/IUCN.UK.2016-3.RLTS.T22726503A86924320.en. ციტირების თარიღი: 13 November 2021.
  2. Cramp 1985, pp. 813–814.
  3. Edwards, George (1747). A Natural History of Uncommon Birds. London: Printed for the author at the College of Physicians, გვ. 65; Plate 65. 
  4. Woodpeckers. IOC World Bird List Version 10.1. International Ornithologists' Union (2020). ციტირების თარიღი: 28 May 2020
  5. Hoyo, Josep del (2020). All the birds of the world. Lynx edicions, გვ. 338. ISBN 978-84-16728-37-4.