ჭაუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭაუხი.
ჭაუხი
სიმაღლე 3688 მ 
ქედი ხევის კავკასიონი

ჭაუხი — მთა ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ბაკურხევის (შავი არაგვის მარცხენა მდგენელი) სათავეში. სიმაღლე 3688 მ. აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჭაუხი ჩრდილოეთისა (3842,5 მ), ჭაუხი აღმოსავლეთისა (3644 მ) და ჭაუხი დასავლეთისა (3496 მ).

ლიტერატურა