ჭაობის იელი
იერსახე
ჭაობის იელი ლათ. Ledum | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Ledum | |||||||||||
|
ჭაობის იელი, წყლის იელი (ლათ. Ledum) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ბუჩქებია. აქვთ აღმამდგომი და გართხმული ღეროები, ყლორტების ფარისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები; ნაყოფი კოლოფია.
10-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი კლიმატის ზონებში, ტორფიან ჭაობებში, ტუნდრასა და ნოტიო წიწვოვან ტყეებში. ამ გვარის მცენარეები გამოირჩევიან ძლიერი გამაბრუებელი სუნით, განსაკუთტებით ყვავილობის წინ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.