ჭაობის ბამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაობის ბამბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ისლისებრნი
გვარი:  ჭაობის ბამბა
ლათინური სახელი
Eriophorum

ჭაობის ბამბა, წყლის ბამბა (ლათ. Eriophorum) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია, მხოხავი ან დამოკლებული ფესურები აქვთ. ფაშარ ან მკვრივ კორდს, ზოგჯერ კოლბოხებს ქმნიან.

ცნობილია 20 სახეობა, უმეტესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივი კლიმატის ზონებში, 1 სახეობა გვხვდება სამხრეთ ნახევარსფეროშიც.

საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ქვედაალპურ სარტყელების ჭაობებში ზ. დ. 2600 -მდე. დიდი მნიშვნელობა აქვს ტორფის წარმოქმნის პროცესში. მათი ბუმბულა ჯაგრის (მატყლთან, ბამბასთან ან აბრეშუმთან შერეული) გამოყენება შეიძლება ქსოვილების წარმოებაში. მდარე ხარისხის საკვები ბალახებია, თუმცა ადრე გაზაფხულზე ირმებისა და ცხენირმების კარგ საძოვრად ითვლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]