ჭანჭყატისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭანჭყატისებრნი (Celastraceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები, ბუჩქები და ლიანებია. ყვავილები ორსქესიანი ან ერთსქესიანია; შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფი, კენკრა ან კურკიანაა. აერთიანებს 75-მდე გვარსა და 1150-მდე სახეობას. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი გვარი — ჭანჭყატი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლორია, მ., ქსე, ტ. 11, გვ. 383. თბ., 1987
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: