შალვა ჭანკოტაძე
| შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1902 |
| დაბადების ადგილი | გორი |
| გარდაცვალების თარიღი | 21 თებერვალი, 1965 (63 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
| კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
| ჯარის სახეობა | ავიაცია |
| წოდება | გენერალ-მაიორი |
| ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
| ჯილდოები | ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და გრუნვალდის ჯვრის ორდენი |
შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძე (დ. 24 იანვარი, 1902, გორი — გ. 21 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი სამხედრო-საჰაერო მოღვაწე, საბჭოთა ავიაციის გენერალ-მაიორი (1944).
დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდაშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1927). იმავე წელს გაწევრიანდა სკკპ-ში. 1927-1931 წლებში მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1938-1941 და 1951-1965 იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი. მეორე მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას; მონაწილეობდა სტალინგრადის საჰაერო ბრძოლებში. 1946 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს სსრ III-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1951-1962). დაჯილდოებულია 7 ორდენით, მათ შორის გრიუნვალდის ჯვრის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩინჩილაკაშვილი, ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 382.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 24 იანვარი
- დაბადებული 1902
- გარდაცვლილი 21 თებერვალი
- გარდაცვლილი 1965
- ქართველი სამხედრო მოღვაწეები
- ქართველი გენერლები
- ლენინის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- გორში დაბადებულები
- ჭანკოტაძეები
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში
- ქართველი მფრინავები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები