ჭანდრების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანდრების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრების განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ორხევისაკენ მიმავალი გზის პირას, შემაღლებულ ადგილზე. კოშკი სწორკუთხაა (9x8 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ქვიშაქვის ნატეხი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთის კუთხის წყობა (დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლეზე), ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილი და კედლის კვალი (სისქე 1,3 მეტრი) მთელ პერიმეტრზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]