ჭალის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭალის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახმატის სამხრეთ-დასავლეთით, გზის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შენობას კოშკის ფორმა აქვს. ნაგებია ნატეხი ქვით. ქვედა ნაწილი მასიურია, ზედა ნაწილში ერთი სართულია. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელშია, მიწიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. კარი ნახევაწრრიული თაღითაა დასრულებული. დანარჩენი კედლები ყრუა. გარედან შესასვლელის ზემოთ, კედლის წყობიდან გამოშვერილია ირმის რქა. შენობას ორფერდა, საფეხუროვანი სახურავი ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]