ჭალადიდის არქეოლოგიური ძეგლები
იერსახე
ჭალადიდის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის (ძვ. წ. II ათასწლ. ნახ. დასასრულის, ძვ. წ. VII ს., ძვ. წ. VI-IV სს., ძვ. წ. III-II სს., ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ჭალადიდის თემის ტერიტორიაზე, საბაჟოში (ხობის მუნიციპალიტეტი). არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა 1961 წლიდან (ხელმძღვანელი თ. მიქელაძე).
აღმოჩენილია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის 3 კულტურული ფენა, ასევე ადრინდელი რკინის ხანის კულტურის ფენები, კოლხეთის სამეფოსათვის დამახასიათებელი ადგილობრივი და იმპორტული ნივთები, შუა საუკუნეების მასიური ქვევრები და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქელაძე, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 380.