თამარ ჭაბუკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭაბუკიანი, თამარ)

თამარ ჭაბუკიანი (დ. 5 ივლისი 1907, თბილისი — გ. 3 იანვარი 1978, იქვე) — ქართველი ბალერინა, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950). ვახტანგ ჭაბუკიანის და. 1923 წელს დაამთავრა პერინის საბალეტო სტუდია, 1930 წელს — ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1936–1961 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი–მოცეკვავე. ასრულებდა სოლო ცეკვებს ქართულ, რუსულ და დას. ევრ. ოპერებსა და ბალეტებში: ოსური ცეკვა (ანდრია ბალანჩივაძის „მთების გული“) მირზაია, ქართული და ალალმე (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დავით თორაძის „გორდა“, შალვა მშველიძის „ამბავი ტარიელისა“) და სხვ.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]