ჭაბონამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაბონამა ფოთი
სრული სახელი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი ჭაბონამა
დაარსდა 2017
სტადიონი ფაზისი
ფოთი, საქართველო
(ტევადობა: 7,500)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა დავით დგებია
მწვრთნელი საქართველოს დროშა დავით ლოლუა
კაპიტანი საქართველოს დროშა გიორგი ტყებუჩავა
ლიგა საქართველოს დროშა მოყვარულთა ლიგა
1-ლი ადგილი (მოყვარულთა თასი 2017)
საიტი ოფიციალური საიტი

„ჭაბონამა“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ფოთიდან. თამაშობს „ფაზისის“ სტადიონზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა ორი სამოყვარულო გუნდის „გადიას“ და „მალთაყვას“ გაერთიანებით 2017 წელს და დაერქვა სახელად „ჭაბონამა“.

„ჭაბონამამ“ პირველივე წელს შეძლო საქართველოს მოყვარულთა თასი 2017-ის მოგება. ფინალურ მატჩში ფოთელებმა თბილისის „ნახალოვკა“ დაამარცხეს ანგარიშით 4-0.[1]

საქართველოს თასის გამარჯვების შედეგად „ჭაბონამამ“ მოიპოვა უეფას რეგიონთა თასის 2018/19-ზე მონაწილეობის უფლება, სადაც ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები სლოვენიის, შოტლანდიის და რუმინეთის წარმომადგენელი გუნდები იქნებიან.[2][3]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფოთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი
    • ჩემპიონი: 2017, 2018, 2019
  • მოყვარულთა თასი
    • საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული 2017
    • უეფას რეგიონთა თასის მონაწილე 2018
    • საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული 2018
    • საქართველოს მოყვარულთა თასის ფინალისტი 2019 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფოთის „ჭაბონამა“ „მოყვარულთა თასი 2017“-ის მფლობელი გახდა. Ipress.Ge (11 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2018.[მკვდარი ბმული]
  2. ფოთის გუნდი უეფას რეგიონთა თასზე ითამაშებს. Popsport.Com (11 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2018.
  3. უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს ფოთის "ჭაბონამა" წარადგენს. საქართველოს პირველი არხი (11 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2018.