შინაარსზე გადასვლა

წყნარი ოკეანის კამპანიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყნარი ოკეანის კამპანიებიმეორე მსოფლიო ომის ნაწილი, შეიარაღებული დაპირისპირება აშშ-სა და იაპონიას შორის 1941-1945 წლებში. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა წყნარ ოკეანეში, ინდოჩნეთში, ბირმასა და ჩინეთში.

1941 წლის 8 დეკემბერს (ტოკიოს დროით) იაპნიის ავიაცია თავს დაესხა აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ ჰარბორსა და ფილიპინებზე. ასევე იაპონიის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ტაილანდსა და მალაიაში. იაპონიამ ხელში ჩაიგდო ჰონგ-კონგი, ასევე 1942 წლის იანვარში ახალი გვინეის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილები, სოლომონის კუნძულების დიდი ნაწილი, ალეუტის კუნძულები, აწარმოეს წარმატებული შეტევები სინგაპურში (1942 წლის მაისამდე), ბირმაში 1942 წლის იანვარ-მაისში და კუნძულ იავაზე 1942 წლის თებერვალ-მარტში. 4-5 ივნისს იაპონია დამარცხდა მიდუეიზე აშშ-ის ბაზის აღებისთვის ბრძოლაში. ივნისის ბოლოდან იაპონია გადავიდა თავდაცვაზე.

1942 წლის მეორე ნახევარში ორივე მხარე ცალკეულ ოპერაციებს აწარმოებდა ფრონტის ხაზზე საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ფართო კამპანიის ძალები არ ჰქონდათ. მოკავშირეების ძალები ფართო შეტევაზე გადავიდნენ 1943 წლის ზაფხულში, რის შედეგადაც დაიკავეს გილბერტის, სოლომონის, ახალი ბრიტანეთის, ალეუტის კუნძულები, ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილი. აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ შეცვალეს ძალთა თანაფარდობა და აიღეს ინიციატივა.

1944 წლის 17 ოქტომბერს მოკავშირეებმა დესანტი გადასხეს ფილიპინებზე, რაც მაისში მათი გამარჯვებით დასრულდა. აშშ-მ 1945 წლის თებერვალ-მარტში აიღო კუნძული ივოძიმა და აპრილ-ივნისში ოკინავა. 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ გამოიყენა ბირთვული იარაღი ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაერთო საბჭოთა კავშირი და მანჯურიის ოპერაციაში დაამარცხა იაპონიის კვანტუნის არმია. 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.