წყლის ქათამი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წყლის ქათამი
Kokoszka(Grzecho Lukasik).jpg
წყლის ქათამი (Gallinula chloropus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  ლაინასებრნი
გვარი:  წყლის ქათამი
ლათინური სახელი
Gallinula (Brisson, 1760)

წყლის ქათამი[1][2] (ლათ. Gallinula) — ფრინველთა გვარი წეროსნაირთა რიგისა. სხვადასხვა წყაროებით მოიცავს 6 თანამედროვე და 1 ამომწყდარ,[3] ან 4 თანამედროვე და 3 ამომწყდარ სახეობას.[4] გვარი შემოტანილია მატურენ ჟაკ ბრისონის მიერ, 1760 წელს ტიპური სახეობითჩვეულებრივი წყლის ქათამი (Gallinula chloropus).[5][6]

ახლოს დგანან მელოტებთან. დაფარული არიან მურა, თითქმის შავი ფერის ბუმბულითა და თეთრი ნიშნებით. აქვთ მოკლე და მომრგვალებული ფრთები, გრძელი და ძლიერი ფეხები, რომლებიც ადაპტირებულია სანაპიროს საფლობ ნიადაგზე გადასაადგილებლად. ნისკარტის ზემოთ, შუბლზე აქვთ წითელი ბალთა. ფრენენ უხალისოდ, თუმცა შეუძლიათ მნიშვნელოვანი მანძილის დაფარვა — მაგალითად, ჩვეულებრივი წყლის ქათამი მიგრაციის დროს 2000 კმ-ს გადის. გადამფრენი სახეობები მოგზაურობენ ღამით.

ლაინასებრთა ოჯახის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, წყლის ქათმის გვარში შესული ფრინველები ნაკლებად გულჩათხრობილი ფრინველები არიან, და თუმცა უპირატესობას ხშირ ბალხეულობაში დამალვას ამჯობინებენ, მათი დანახვა ზოგჯერ თავისუფლად შეიძლება ნაპირთან, როდესაც იკვებებიან. საჭმელად იყენებენ როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ საკვებს. ბუდობის პერიოდში ძლიერ ტერიტორიულები არიან (იკავებენ თავიანთ ტერიტორიას და იცავენ მას სხვა ფრინველებისაგან). დანარჩენ დროს ხშირად გროვდებიან გუნდებად, ძირითადად ტბების წყალმარჩხ ადგილებში.

ძველი წყლის ქათმების ყველაზე ადრეული ნამარხი ნაშთები განეკუთვნება გვიან პლიოცენს — გვარს შეიძლება მივაკუთვნოთ Gallinula kansarum, რომელიც აღმოჩენილია კანზასსა (აშშ) და ბულგარეთში. ისტორიულ დროში გადაშენებულად თვლიან წყლის ქათმის ორ სახეობას, რომელთაგან ერთი — Gallinula hodgenorum — ბინადრობდა ახალ ზელანდიაში. მეორე სახეობის ფილოგენეტიკა ბოლომდე არ განსაზღვრულა — იგი შეიძლება მიეკუთვნებოდეს ცალკეულ მონიტიპურ გვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Baird, R. F. (1984): The Pleistocene distribution of the Tasmanian native-hen Gallinula mortierii mortierii. Emu 84(2): 119—123. PDF версия
  • Brisson, Mathurin Jacques (1760): Ornithologia sive Synopsis methodica sistens avium divisionem in ordines, sectiones, genera, species, ipsarumque varietates, etc. 1: 46-56, plates V and VI.
  • Olson, Storrs L. (1975): The fossil rails of C.W. DeVis, being mainly an extinct form of Tribonyx mortierii from Queensland. Emu 75(2): 49-54. HTML ვერსია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 201, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Gallinula — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ძიების შედეგები — Gallinula. BirdLife International. წაკითხვის თარიღი: 10 აპრილი, 2019. (ინგლისური)
  4. Rails, gallinules, trumpeters, cranes. World Bird List Version 9.1. International Ornithologists' Union (2019). წაკითხვის თარიღი: 2 April 2019.
  5. Brisson, Mathurin Jacques (1760). Ornithologie, ou, Méthode Contenant la Division des Oiseaux en Ordres, Sections, Genres, Especes & leurs Variétés (French, Latin). Jean-Baptiste Bauche. 
  6. (1934) Check-list of Birds of the World. Harvard University Press, გვ. 202.