წყლის ირემი (ლათ. Hydropotes inermis) — წყვილჩლიქოსანი ცხოველიირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 75-100 სმ, სიმაღლე მინდაოში 45-55. რქებს მოკლებულია. მამრს აქვს ზედა ნაწილში განვითარებული ბასრი ეშვები, რომლებიც, ზედა ტუჩიდან ამოშვერილია 5-6 სმ-ზე. მოკლე კუდი აქვს (სიგრძე 5-8 სმ), რომელიც თითქმის არ ემჩნევა. საერთო შეფერილობა მოყავისფროა. ზედა ტუჩი და თვალებს შორის არსებული რგოლები მოთეთროა. ზაფხულში მოკლე ბეწვი აქვს, ხოლო ზამთარში პირიქით, დამახასიათებელია ხშირი ბეწვი. ცხოვრობს განმარტოებულად ან ჯოგებად. ძირითადად აქტიურია დღისით. მეტად ფრთხილია. გავრცელების არეალი მოიცავს მდინარე იანძისხეობის ჩრდილოეთ ნაწილსა (აღმოსავლეთი ჩინეთი) და კორეას; აქ გვხვდება მათი ქვესახეობები. აკლიმატიზებულია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ჰყავთ მსოფლიოს მრავალ ზოოპარკში. იმყოფება დაცვის ქვეშ.