წყლის ბიგა
იერსახე
| წყლის ბიგა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
წყლის ბიგა | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Neomys fodiens | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 29658 | ||||||||||||
| გავრცელება | ||||||||||||
|
| ||||||||||||
| ||||||||||||
წყლის ბიგა (ლათ. Neomys fodiens) — ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა (ბიგასებრთა ოჯახი). გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, ციბირში, შორეულ აღმოსავლეთში. საქართველოში გვხვდება ახალქალაქისა და ბაკურიანის მიდამოებში, ფშავში, სვანეთში. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. ბინადრობს წყალსატევების ნაპირებზე; კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება ჭიებით, მწერებით, პატარა თევზებით, თავკომბალებით და სხვა. ზიანის მოაქვს თევზმეურნეობისათვის. ქვესახეობებიდან საქართველოში მოიპოვება გრძელთითა წყლის ბიგა (ლათ. Neomys fodiens leptodactylus; მრავალი წყარო მას ცალკე სახეობად მოიხსენიებს).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 366.
