წყლისპერისებრნი
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/72/Duckweeds.jpg/220px-Duckweeds.jpg)
წყლისპერისებრნი (Lemnaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. წყლის ზედაპირზე თავისუფლად მცურავი ან წყალში მოქცეული პატარა ბალახებია. ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მეტად აქვთ რედუცირებული გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოები. ფირფიტოვანი, თალუსის მსგავსი სხეული აქვთ.
ცნობილია 3 გვარის 25 სახეობა, რომლებიც იზრდებიან დამდგარსა და მდორე წყლებში. ვოლფიას (Wolffia) გვარი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებში, წყლის პერისა და სპიროდელას (Spirodela) გვარების სახეობათა უმეტესობა — თითქმის მთელ დედამიწაზე. საქართველოში 2 გვარის (სპიროდელა და წყლის პერი) 4 სახეობა გვხვდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 368.